მახაჩკალის ყოფილ მერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

მახაჩკალის ყოფილ მერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

მახაჩკალის ყოფილ მერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯესჩრდილო-კავკასიის სამხარეო სასამართლომ როსტოვში მახაჩკალის ყოფილი მერი გამომძიებლის მკვლელობაში და სავაჭრო ცენტრის დაცხრილვაში ბრალდებულად ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ქალაქის ყოფილი მეთაურის გარდა ბრალდებულის სკამზე მისი 7 თანამოქალაქე იჯდა, რომელთაც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 13-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

2014 წლის ივლისში ჩრდილო-კავკასიის სამხედრო სასამართლომ ამიროვი და ჯაპაროვი ტერაქტის ორგანიზებაში დაადანაშაულა. ბრალდების ვერსიით მერი ჯაპაროვთან ერთად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ორგანიზებას აპირებდა, რომ საპენსიო ფონდის მმართველი საგიდ მურთაზალიევი, რომელიც ჯაპაროვის კონკურენტი იყო, თავიდან მოეშორებინა.
ამიროვი მახაჩკალის მერის პოსტს 1998 წელს იკავებდა. ის 2013 წელს დააკავეს. მისი დაკავების წინ სპეცოპერაცია ჩატარდა, მახაჩკალის ქუჩები სპეცრაზმელებმა და ბრონირებულმა ტექნიკამ გადაკეტა

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაარ მაქვს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი ჩვენ პროვოცირებას შეწყვეტს