მაშველებმა მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს

მაშველებმა  მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს,,თაიმერის,, ინფორმაციით, მაშველებმა კიდევ ერთი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს…
გარდაცვლილი ზუგდიდელი მარიამ ქუთელია აღმოჩნდა…
მარიამ ქუთელიას ცხედარი ამჟამად პროზექტურაშია გადასვენებული…
გარდაცვლილის შესახებ, ამ მომენტისათვის ჩვენს ხელთ არსებულ ერთადერთ ინფორმაციას გთავაზობთ…
,,4-ჯერ პრეზიდენტის სტიპენდიანტი. წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მაგისტრატურა ISET-ში და ეს უკანასკელი, რომ უფასოდ დაემთავრებინა, რეიტინგში ყოველ თვე ტოპ-ათეულში იყო. დაამთავრა წელს და იქვე პირველი კურსი ჩააბარეს.უჭკვიანესი, უნატიფესი და ულამაზესი ჩემი მარი! აგვისტოში ჩეხეთში უშვებდნენ ტრენინგებზე! ჩემი მარი! არ არ არსებობს უშენობა, მარი,, წერს მარიამ ქუთელიას მეგობარი სოციალურ ქსელში.

mariam_fea9c

banner
წინა სტატიაში“მოქალაქე” მზად არის თბილისს ახალი ზოოპარკის მშენებლობაში დაეხმაროს
შემდეგი სტატია,,ერთი დღით მაინც შეწყვიტეთ მაცდუნებელი თვითპიარი და დადუმდით,,