მასწავლებეთლა პროფესიული განვითარების საკითხები – შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის პროცესში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ახალი სქემის კრედიტქულების დაგროვების სისტემა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროფესიული გადამზადების პროგრამების და კვალიფიკაციის ამაღლების აქტივობების სქემაში აღიარების საკითხი. (საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის თებერვალში დამტკიცებული სქემის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სქემის ამოქმედების შემდეგ ყოველწლიურად გამოსცემს სამართლებრივ აქტს, სადაც განისაზღვრება ის პროექტები, რომელში მონაწილეობითაც მასწავლებლებს კრედიტქულების დაგროვება შეუძლიათ)

მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით მოხდესსაერთო მიზნების შეჯერება და სქემის იმპლემენტაციის პროცესში მხარეების მაქსიმალური ჩართულობა. ეს გაამარტივებს მასწავლებლისთვის კრედიტქულების დაგროვების პროცესს მრავალფეროვანი აქტივობებით და პარტნიორ ორგანიზაციებს მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტად განვითარდნენ მასწავლებლის პროფესული განვითარების ბაზარზე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბელის თქმით, ამჟამად მუშა პროცესი მიმდინარეობს და შეხვედრები კონკრეტულ შედეგს მოიტანს, რაც აისახება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერთიანი სისტემის შექმნაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მოცემულ ფორმატში შეხვედრებს პროფესიული განვითარების აქტივობების განმახორციელებელ სხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთანაც გეგმავს, რათა მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ უფრო მრავალფეროვანი პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სერვისები.

banner
წინა სტატიაში„იმისთვის არ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება, რომ ახლა ყოველ ნაბიჯზე ვნანობდე ჩადენილს!“
შემდეგი სტატიაგერმანელი ფეხბურთელის, ფრანც ბეკენბაუერის, შვილი გარდაიცვალა