მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში-32 დაკავებულიდან უმეტესობა ქართველია

ესპანეთის პოლიციამ ე.წ. ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. ძალოვანებმა 32 პირი დააკავეს, რომელთა შორის უმეტესობა ქართველია.

ესპანური მედიის ცნობით, დაკავებულები იმ კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომელიც ესპანეთში სახლების ძარცვაში, ნარკოტრაფიკსა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.

სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდსა და ვალენსიაში ჩატარდა და მასში 200 პოლიციელი მონაწილეობდა. ძალოვანებმა ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და იარაღი აღმოაჩინეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიასაბერძნეთის ფინანსთა მინისტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით სამშაბათს ბანკების გახსნის პირობას დებს