“მასობრივი შეკრებების და მანიფესტაციებისას პოლიცია დგას მანიფესტანტებს მხარეს,” – ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ისინი აცხადებენ, რომ ამით მაინც ვერ მოხდება უწყების სრული დეპოლიტიზაცია.

“სუს-ი დღეს პირდაპირ გადაქცეულია პოლიტიკურ პოლიციად, ამიტომ იმ ფასადურ სიტუაციაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან მართავს, არსებითად ეს პოლიტიკური პოლიცია შსს-ს შიგნით იქნება თუ ცალკე სტრუქტურად გამოიყოფა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,” – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ანალოგიური განმარტება აქვს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ წარმომადგენელს.

“შევარდნაძის პერიოდში, თქვენ გახსოვთ, სამინისტრო გაყოფილი იყო, მაგრამ რეალურად რა ხდებოდა საქართველოში, ესეც ყველასთვის ცხადია. ამიტომ, ასეთი ტიპის ცვლილება, არავითარ შედეგს არ გამოიღებს, არავითარ კონკრეტულ მიზანზე არ არის ორიენტირებული. ეს არის ფასადური ცვლილება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის თვალის ახვევისთვის,” – აცხადებს აკაკი მინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი – ზაზა აბაშიძის დანიშვნა რუსული ინტერსების გაძლიერებას ემსახურება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო დაათვალიერა