მარშალ გელოვანის გამზირის ნაწილის დაკეტვის გამო შსს განცხადებას ავრცელებს

მდინარე დიღმულას ხიდის რეკონსტრუქციის გამო მარშალ გელოვანის გამზირის ნაწილის 120 დღით დაკეტვის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აცნობებს, რომ თბილისში, მდინარე დიღმულას ხიდის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, 7 აგვისტოდან, 120 დღით მარშალ გელოვანის გამზირის ნაწილი დაიკეტება, რის გამოც აღმაშენებლის ხეივნიდან საბურთალოს მიმართულებით მოძრაობა დროებით გადაერთო სოფელ დიღმის ასახვევიდან, ვაშლიჯვარში გადამსვლელი ხიდის გავლით, გოძიაშვილის ქუჩაზე (ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამოსასვლელამდე).
შსს-ს ინფორმაციით, მძღოლებს ასევე შეუძლიათ იმოძრაონ რობაქიძის გამზირზე, ბაქრაძის ქუჩის გავლით, ვეფხვისა და მოყმის ძეგლის მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას
შემდეგი სტატია„ეს საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზირებული” – ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებაზე