მარტვილში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად სოსო დანელია წარადგინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატები წარადგინა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში, კნადიდატების წარდგენისას განაცხადა, მარტვილში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი იქნება სოსო დანელია, ხოლო საგარეჯოში, საის ყოფილი თავჯდომარე- თამარ ხიდაშელი.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი იქნება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ თამარ ხიდაშელი საგარეჯოს რაიონში გაიმარჯვებს