მამაკაცმა საკუთარი მეუღლე ცულით დაჭრა. შემთხვევა მარტვლის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადგზე მოხდა.როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი ცოლ–ქმარს შორის ასეთი შემხვევა პირველი არ იყო და როგორც ამბობენ არც ცოლი უდებდა ტოლს მეუღლეს. ოჯახს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. დაზარალებული მარტვილის სავადმყოფოში გადის მკურნალობას, ხოლო მეუღლე დაკავებულია.