მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობა მიზანმიმართულად დაბომბეს

10941526_405411652952361_515042474_n“მარიუპოლის დაბობმვის დროს, სროლა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით, მიზანმიმართულად ხდებოდა და ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა”,- განაცხადა გაეროს გენ-მდივნის პირველმა მოადგილემ ჯეფრი ფელტმანმა, უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც უკრაინის კრიზისს მიეძღვნა.

მისივე განცხადებით, გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებებს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესახებ ყურადღება არ ექცევა, რამაც საბჭოს ბოლო სხდომიდან დღემდე, ბოლო 5 დღის განმავლობაში, უკრაინის კონფლიქტში 50 მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა და 150-ის დაჭრა გამოიწვია.

“ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მარიუპოლის დაბომბვა ხდებოდა სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან და ცეცხლის კორექტირება შეგნებულად ხდებოდა ისე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალებულიყო, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებების დარღვევაა და ამის ჩამდენები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ,”,-აცხადებს ფელტმანი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, მოუწოდა რუსეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა სეპარატისტებზე, რათა შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და ჰუმანიტარულ მისიას გაუხსნან გზა.

banner
წინა სტატიაში“მას ია მეტრეველი უნდა მოეკლა”- სახალხო დამცველის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიალონდონში ლიტვინენკოს პროცესი დაიწყო