მარინ ლე პენმა საკუთარი მამა პარტიის „მკვლელობაში“ დაადანაშაულა

მარინ ლე პენმა საკუთარი მამა პარტიის „მკვლელობაში“ დაადანაშაულა

ლე პენიფრანგული ულტრაკონსერვატიული პარტიის „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა საკუთარი მამა და პარტიის დამფუძნებელი ჟან-მარი ლე პენი პარტიის გავლენების მოპოვების ხელის შეშლაში დაადანაშაულა – წერს სააგენტო ფრანს პრესი.
მატინ ლე პანმა აღნიშნა, რომ 86 წლის მამის ბოლო გამონათქვამები პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია.
როგორც რეიტერი აკონკრეტებს, მარინ ლე პენმა გამორიცხა, რომ მამამისი პირადად მის წინააღმდეგ გამოდიოდა. ფაქტობრივად, მამის სიტყვებმა მთელ პარტიას მიაყენა ჩრდილი.
საქმე ეხება ჟან მარის რამდენიმე გამონათქვამს. გასულ კვირას მან დაადასტურა, რომ არ ნანობს ოდესღაც მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ნაცისტების გაზის კამერებს ისტორიის ჩვეულებრივი დეტალი უწოდა.
გარდა ამისა, 7 აპრილს რადიკალურად მემარჯვენე ყოველკვირეულმა Rivarol ჟანისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან საფრანგეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს მანუელ ვალსსს ესპანური წარმომავლობის გამო იმიგრანტი უწოდა.
მან ასევე მხარი დაუჭირა მარშალ ფილილ პეტენის ნაცისტებთან თანამშრომლობას მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში.
მარინ ლე პენმა მამა „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერად 2011 წელოს შეცვალა.

banner
წინა სტატიაშიკიევი: ტიმოშენკოს კრემლთან თანამშრომლობაზე სდებენ ბრალს
შემდეგი სტატია“დელტა” კვლავ თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში გადადის