მარია გაიდარი სამშობლოს მოღალატეს შეადარეს

მარია გაიდარი სამშობლოს მოღალატეს შეადარეს

მარია გაიდარი სამშობლოს მოღალატეს შეადარესრუსეთის დუმას დსთ-ს საკითხების კომიტეტის წევრმა ილია დროზდოვმა რადიოსადგურ “ლაპარაკობს მოსკოვის” ეთერში განაცხადა, რომ მარია გაიდარმა მოქალაქობა უნდა გამოიცვალოს, რადგანაც უკრაინაში ოდესის ვიცე-გუბერნატორის პოსტი უკავია.
“რუსეთის ტერიტორიაზე მას საქმე არა აქვს” – განაცხადა დროზდოვმა და დაამატა, რომ მისთვის გაურკვეველია, როგორ შეუძლია რუსს მიხეილ სააკაშვილთან მუშაობა: “მსგავს სუბიექტთან, რომელიც სიძულვილს რუსეთის მიმართ არ მალავს. ზოგადად, ჩვენ გვქნდა მსგავსი მაგალითები მეორე მსოფლიო ომის დროს – გენერლები ვლასოვი, კრასნოვი. ვფიქრობ, ეს დაახლოებით იგივეა” – თქვა დეპუტატმა.
მარია გაიდარის ოდესის ვიცე-გუბერნატორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.
გაიდარი “ეხო მასკვის” ჟურნალისტია და ოდესის გუბერნიაში სოციალურ სფეროს უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი 18 ივლისის აქციას უერთდება…
შემდეგი სტატიაპარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა