მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს

წმიდა იოანე წინასწარმეტყველის

წმიდა იოანე წინასწარმეტყველისმართლმადიდებელი ეკლესია დღეს უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს.

სახარების მიხედვით, წმიდა ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის ჟამს შეეძინათ.

იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა მღვდელმთავარ ზაქარიას ამცნო, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და უწოდებდა იოანეს.

ყრმა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმიდა ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მიმავალი უფალი, რომელმაც მისგან ნათელიღო.

უფლის წინამორბედი უზნეო საქციელის გამო ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. წმიდა ნათლისმცემელს თავი ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს.

banner
წინა სტატიაშინიგერიის ქალაქ ჯოსში მომხდარი ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაპრემიერის გადაწყვეტილებით მამუკა ჩარკვიანის საზღვარგარეთ ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს!