მართვის უფლება იზღუდება

გარკვეული კატეგორიის პირებისთვის მართვის უფლება იზღუდება.

ამის შესახებ ცვლილება, მთავრობის ინიციატივით, “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შედის.

პროექტით კანონს ახალი ნორმა ემატება, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაბამისი რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში, მართვის უფლების მქონე პირს შეიძლება არ მიენიჭოს, ან შეეზღუდოს მოპოვებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში დაწესებული მართვის უფლება ან დაუწესდეს სხვა სახის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვაზე.

თუმცა, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, რა კატეგორიას დაუწესდება აღნიშნული აკრძალვა და შეზღუდვა.

მთავრობის ამ ინიციატივას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილება კი პარლამენტმა უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე მესამე ქვეყნები გავლენას ვერ იქონიებენ”