მართადიდებლებისთვის ორშაბათიდან ხორციელი კვირა იწყება

დღეიდან მართლმადიდებელი ეკლესია უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს. დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირიაკეს უძღები შვილის შვიდეული ეწოდება. იგი ორშაბათიდან, 9 თებერვლიდან იწყება.
უძღები შვილის კვირა დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს.

წმ. სახარების მიხედვით, უძღებმა შვილმა მამისგან საკუთარი წილი მოითხოვა და შემდეგ ქონება უცხო მხარეში გაფლანგა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა, ამჯობინა, სახლში, მამასთან დაბრუნებულიყო და მისთვის ყველაფერზე პატიება ეთხოვა. დაკარგული შვილის შინდაბრუნებით გახარებულმა მამამ ლხინი გამართა. მან მსახურებს უბრძანა, მიერთმიათ მისი ვაჟისთვის ~სამოსელი პირველი” და ზვარაკები დაეკლათ.
უძღები შვილის შვიდეულს სხვაგვარად ხორციელ კვირასაც უწოდებენ, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება. ხორციელ შაბათს კი, ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება.

დიდმარხვის დაწყებას წინ კიდევ ყველიერის კვირა უძღვის, რომლის დროსაც მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ.

დიდმარხვა წელს 23 თებერვალს დაიწყება და 12 აპრილს, უფლის აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიმართმადიდებელი საყარო დღეს დავითობას აღნიშნავს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინამდე იყო საქართველო