“მარგველაშვილს რომ ევროსაბჭოში სააკაშვილის სახე ეჩვენებინა, პოროშენკო მის დანიშვნას ვეღარ გაბედავდა”

პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პოროშენკოს შორის შეხვედრა არ უნდა გაიმართოს ამის შესახებ ბარამიძემ სტუდია „სპექტრში“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ უნდა შეხვდეს იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი პრემიერი ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანია, უკრაინის ხელისუფლებამ კი ეს არჩევანი არ გაითვალისწინა და ქართველი ხალხის მიერ ძებნილი სააკაშვილი და მისი გუნდი უმაღლეს თანამდებობებზე დანიშნა. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მეგობარ უკრაინასთან ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტოთ, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ თავისი სახე უნდა აჩვენოს, ისევე როგორც ჩვენს პრეზიდენტს უნდა ეჩვენებინა თავისი სახე ევროსაბჭოს ასამბლეაზე, როდესაც ქვეყნის მოქმედი და ძებნილი პრეზიდენტი ერთად ისხდნენ ქანდარაზე. მარგველაშვილს მაშინ უნდა აეხსნა იქ მყოფი საზოგადოებისთვის, რომ სააკაშვილი არის ძებნილი და მას ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს არ უჭერს. ეს რომ ასე ყოფილიყო, პოროშენკო მის დანიშვნას ვეღარ გაბედავდა“, – განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკო ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაპოროშენკომ დებალცევო დათმო