მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს ხვდება

მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს ხვდება

margvelaპრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად წარდგენილ პირებს ხდება. შეხვედრას არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ შეთავაზებული 27 ადამიანი ესწრება.

შეხვედრის დაწყებისას პრეზიდენტმა ისაუბრა კანდიდატებსა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც სასამართლო სისტემა დგას.

„სასამართლო სისტემის სტაბილურობა და ნდობა სასამართლოს სისტემის მიმართ, რეალურად, სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტიაა. პოლიტიკოსები, ბუნებრივია, ყოველთვის ვართ დამოკიდებული მიმდინარე პროცესებზე, საზოგადოებრივ აზრზე. მაგრამ ის, რაც ამ ძალიან ცვალებად გარემოებებს ხშირად ასტაბილურებს, რეალურად არის სასამართლო ხელისუფლება და ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა,” – განაცხადა მარგველშვილმა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეოს შესარჩევ კრიტერიუმებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში უმრავლესობის დაპირისპირების საბაბი გახდა, პრეზიდენტი ამბობს, რომ “იმ მომენტიდან, როდესაც თითოეული თქვენგანი დარეგისტრირებული იქნა, კითხვა მოხსნილი უნდა ყოფილიყო და ვფიქრობ, დღეს ის უკვე მოხსნილია“.

შეხვედრაზე მისული კანდიდატები ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მთავარი ამოცანა სასამართლოს დამოუკიდებლობის და იმის შენარჩუნებაა, რაც აქამდე იქნა მიღწეული.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება და პრეზიდენტმა კანდიდატი პარლამენტს დასამტკიცებლად ამ დრომდე უნდა წარუდგინოს

banner
წინა სტატიაში“პოროშენკოს დღეს სააკაშვილი სჭირდება,” – თორნიკე შარაშენიძე
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს