მარგველაშვილი: რუსეთი მეზობლებს საკუთრებად განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტმა ბრატისლავაში GLOBSEC-ის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებს განიხილავს, როგორც თავის საკუთრებას და ამითი ამართლებს ამ ქვეყნებში შეჭრას…

,,რუსი პოლიტიკოსები აგზავნიან მკვეთრ სიგნალებს: ძირითადში საუბარია რუსეთის დამოკიდებულებაზე მეზობელ ქვეყნებთან, ის განიხილავს მეზობლებს, როგორც თავის ,,ტერიტორიალურ საკუთრებას,, სადაც თითქოსდა უფლებამოსილია განახორციელოს ხისტი მოქმედებები და სამხედრო ძალის გამოყენება ნებისმიერ დაძაბულობაზე ამ ქვეყნებში, რაც არამარტო ხელს უშლის პრობლემის გადაწყვეტას, არამედ უქმნის მეტ პრობლემას და ხიფათს რეგიონის მომავალს,, განაცხადა მარგველაშვილმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ არავინ არ იცის სად იქნება მომავალში პრობლემა, მაგრამ ,,ჩვენ გვაქვს გამოცხადებული არეალი პოტენციური საფრთხეებისა,,

banner
წინა სტატიაშიზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპრემიერი მზადაა “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებას ხელი შეუწყოს