მარგველაშვილის გერო-ში გამოსვლის სურვილს მმართველ გუნდში არ იზიარებენ

საქართველოს პრეზიდენტის სურვილს, რომ გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდეს მმართველ გუნდში არ იზიარებენ და პრემიერის სიტყვით გამოსვლის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს. ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ გაეროში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერია.

„პრეზიდენტი ამას უბრალოდ ვერ შეძლებს იმიტომ, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივით შემოვიდეს, ან მთავრობას უხელმძღვანელოს, ან მთავრობას დავალება და მითითება მისცეს. ის გადაწყვეტილებები რაც მიიღება გერო-ზე, ამის აღსრულება უნდა მოხდეს და ამაზე პასუხისმგებელი არის პრემიერი,“ – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო ნიშნები, რომელსაც წლებია წალენჯიხელები ითხოვენ–საგზაო დეპარტამენტის სწრაფი რეაგირება
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი: ხელისუფლება რომელიც ხალხზე არ ფიქრობს მალე დასრულდება