“მანდარინების” კიდევ ერთი გამარკვება

რეჟისორ ზაზა ურუშაზის ფილმმა „მანდარინები“ შეერთებულ შტატებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიზს იღებს. საერთაშორისო პრესის აკადემიის („იპა“) დაჯილდოებაზე უცხოური ფილმების კატეგორიაში წარდგენილ 10 საუკეთესო ფილმს შორის გაიმარჯვა.

„სატელიტური პრიზების“ სახელით ცნობილი ჯილდოების გადაცემის მე-19 ცერემონიალი ლოს ანჯელესში სასტუმრო „ინტერკონტინენტალის“ დარბაზში კვირას საღამოს გაიმართა.

საერთაშორისო პრესის აკადემია კინოს სამყაროში დაკავებულ ჟურნალისტთა და კრიტიკოსთა გლობალური პროფესიული ასოციაციაა, რომელიც ბეჭდურ, სამაუწყებლო და ციფრულ მედიას მოიცავს. „იპას“ წევრებს შორის 20 ქვეყნის მედიის წარმომადგენლები არიან.

„მანდარინებთან“ ერთად საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში იყო შვიდივე ფილმი, რომლებიც „ოქროს გლობუსის“ და „ოსკარების“ საუკეთესო უცხოური ფილმების ნომინაციაში მოხვდნენ. ესენია: რუსული „ლევიათანი“, პოლონური „იდა“, შვედური „ფორსმაჟორი“, ისრაელის „გეტი: ვივიან ამსალემის სასამართლო“, მავრიტანული „ტიმბუქტუ“ და არგენტინული „ველური ზღაპრები“. მათთან ერთად ნომინაციაში გავიდა კიდევ სამი ფილმი: ძმები დარდენების ბელგიური „ორი დღე, ერთი ღამე“, ბერძნული „პატარა ინგლისი“ და კანადური „დედიკო“.

banner
წინა სტატიაშიექსპერტი ლევან ჩაჩუა ჟურნალისტებს მიმართავს
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს