მანანა კობახიძე – პრეზიდენტს უფლება აქვს შეიწყალოს პატიმრები, თუმცა ეს შერჩევითი არ უნდა იყოს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც პრემიერმა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გამო “ნაციონალურ პრეზიდენტად” მოიხსენია.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტს უფლება აქვს შეიწყალოს პატიმრები, თუმცა ეს შერჩევითი არ უნდა იყოს.
“გვაქვს გამოცდილება იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტი სრულიად აუხსნელად იწყალებდა მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირებს. მე გირგვლიანის მკვლელებს ვგულისხმობ. სასამართლომ ეს დარღვევად მიიჩნია და გავიკიცხეთ იმის გამო, რომ სწორედ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები თურმე უსაფუძვლოდ იყვენენ შეწყალებული პრეზიდენტის მიერ. ეს უნდა იყოს მაგალითი, რომ შეწყალებას აუცილებლად ჰქონდეს დასაბუთებული წინაპირობა. კომისია ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეს ასეთ საკითხებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული. არ უნდა გაუჩნდეს საზოგადოებას ეჭვი, თუ რატომ ხდება შეწყალება ერთი პირის და არა მეორის. როდესაც არის პრეტენზიები, რომ ერთ ქალზე მეტი არ იქნა შეწყალებული, როდესაც მრავალშვილიანი დედები არ იქნენ შეწყალებული, რა თქმა უნდა ეჭვები ჩნდება. ამიტომ მეტი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. არ შეიძლება შეწყალებაშიც რაღაც შერჩევითი ზომა იყოს გამოყენებული. გონივრული განსჯის პრინციპით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ამისთვის არსებობს კომისია. რაც შეეხება პრეზიდენტს, მას კონსტიტუცია აძლევს ამის უფლებას, რომ შეიწყალოს ადამიანები, მაგრამ ეს უფლება არ უნდა იყოს ბოროტად გამოყენებული”, – განაცხადა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე – პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი
შემდეგი სტატიამაკკეინი: პუტინი საქართველოში ყოველდრიურად ღობის გადაწევითა დაკავებული