მანანა კობახიძე: “დაობლებული გოგონას ცოდვაც გეყოფათ ბატონო ტუღუშო!”

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი მანანა კობახიძე გადაცემა “არჩევანს” ეხმიანება.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა "ძალიან სერიოზულად მომზადებულია". რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება "მათთვის საინტერესო უნდა იყოს". "პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავ

გუშინ “რუსთავზე” გაბუნია ისევ მონდომებით ცდილობდა დანაშაულებრივი რეჟიმის “გარეცხვას. ეტყობა, იფიქრა ტუღუშიც ცოტას შემეშველებაო, თუმცა ვერც ერთს ვერ გამოუვიდა, ფაქტია! ამ უკანასკნელის ანგარიშებში რაც აისახა, ისიც სრულიად საკმარისია იმის დასტურად, რომ სისტემური იყო ცემა-წამება და არ შეიძლება საუბარი რაიმეს დადგმაზე. უფრო მეტიც, პატიმრებს კლავდნენ და მერე “თვითმკვლელობას” “აბრალებდნენ”. აი, ამ ადამიანს რომ ემოქმედა, კახა თედლიაშვილი-ერთერთი თვალსაჩინო მსხვერპლი წინა ხელისიფლების, დღეს ცოცხალი იქნებოდა. პატიმარი თავად და მისი ადვოკატი ხმამაღლა, ღიად და დაუფარავად, ბოლო ხმაზე ყვიროდნენ რომ მოკვლით ემუქრებოდნენ და ეს რეალური იყო! სწორედ, ტუღუშს პირადად მიმართავდნენ, რომ არაფერი ვთქვათ ადეიშვილზე, კალმახელიძეზე, ლაშა თორდიაზე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეზე- აი, ეს იყო გაცხადებული სიკვდილის ქრონიკა, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და მაინც მოკლეს! შემდეგ თოკით ჩამოკიდეს და “თვითმკვლელად” გამოაცხადეს. ამ ახალგაზრდა კაცის და მისი პატარა, დაობლებული გოგონას ცოდვაც გეყოფათ ბატონო ტუღუშო! გრცხვენოდეთ, რადგან მაინც ვერ ახერხებთ და ბოლომდე არ ამბობთ სათქმელს, მაინც ცდილობთ ნაცების ” გარეცხვას”–აცხადებს მანანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაში,, დასაქმება და სამუშაო ადგილების გაზრდა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია”
შემდეგი სტატია„გახშირდა ქალაქში სხვადასხვა ქუჩების თვითნებურად გადათხრის ფაქტები“