“მანამ, სანამ მე ვიქნები ხელისუფლებაში, სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ შევაფასებ”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტან ხმალაძე აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს და ამ საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს.

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მანამ, სანამ ის ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეაფასებს, რადგან ეს შეიძლება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად შეფასდეს.

„ეს არის პროცესი კერძო სამართლის პირებს შორის, ერთ მხარეს ფიზიკური პირია, მეორე მხარეს იურიდიული პირი. ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გაწყვიტოს სასამართლომ. სხვას არავის აქვს ჩარევის უფლება. გინდა დამიჯერეთ, გინდა ნუ დამიჯერებთ, სასამართლოს საქმეებში ჩარევის უფლება არ გვაქვს. მანამდე, სანამ მე ვიქნები ხელისუფლებაში, სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ შევაფასებ, რადგან ეს შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურ ჩარევად სასამართლოს საქმიანობაში“, – აცხადებს ხმალაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი სავალუტო ფონდის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ