მამუკა კუდავა – ბაქო საქართველოს აწვდის „სოციალურ გაზს“

საზოგადოება “ივერიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა კუდავა, “გაზპრომთან” და აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია “სოკართან” დაკავშირებულ საკითხებს “ფეისბუქით” ეხმაურება. კუდავა ინტერესდება თუ რამდენჯერ უნდა გაიფუჭოს საქართველომ ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან?

“რამდენჯერ უნდა გავიფუჭოთ ურთიერთობები აზერბაიჯანთან? მასზე სტრატეგიული პარტნიორი ხომ არ ჰყავს საქართველოს? მეორე სავაჭრო პარტნიორია თან. ჯერ იყო და ტარიფის დაკლების საარჩევნო დაპირების შესრულების მიზნით პრემიერმა ივანიშვილმა 2012 წელს საჯაროდ დასვა კითხვა აზერბაიჯანული გაზის მაღალი ფასისა და ყარსის რკინიგზის არარენტაბელურობის შესახებ. არადა, ბაქო საქართველოს აწვდის „სოციალურ გაზს“ ანუ 2030 წლამდე გაზში ვიხდით დაახლოებით $150, მაშინ როცა სომხეთი რუსეთისგან იღებს ორჯერ მეტად. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა კი ჩვენთვის ხელსაყრელია როგორც ეკონომიკურად, ისე გეოპოლიტიკურად. ალიევთან ვივიტის შემდეგ ივანიშვილმა უკან წაიღო პრეტენზიები. დღეს კი, ბაქოში ალიევთან ნაუცბათევი შეხვედრის შემდეგ, პრემიერი ღარიბაშვილი უარყოფს წინა დღეებში ვიცე-პრემიერ კალაძის და ოცნების უმრავლესობის განცხადებებს, რომ საჭიროა აზერბაიჯანული გაზის ნაწილობრივ ჩანაცვლევა რუსული გაზპრომით.სხვა უფრო უმნიშვნელო პრობლემებიც იყო ორმხრივ ურთიერთობებში ამ სამი წლის განმავლობაში. ნათელია, რომ ლოგიკურად ორი ვარიანტია: მთავრობის არასერიოზულობა საგარეო პოლიტიკაში და/ან განხეთქილება ხელისუფლების შიგნით გაზპრომთან დაკავშირებით”, – წერს კუდავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

banner
წინა სტატიაშირატომ შიმშილობს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი?!
შემდეგი სტატია“სახალხო დამცველის წარმომადგენელს 2016 წლიდან მიეცემა საშუალება მსჯავრდებულისა და ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებები გადაიღოს ფოტოაპარატით”