მამუკა ახალაძე: ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთერლობის მდგომარეობა ნორმალურია

ლიბიის სანაპიროსთან თურქული გემის დაბომბვას გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.

მამუკა ახალაძის ინფორმაციით, გემზე სავარაუდოდ საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ეკიპაჟის ერთი წევრი, ის თურქეთის მოქალაქეა.

„გემზე ასევე იმყოფება საქართველოს 6 მოქალაქე, ჩვენ მოქალაქეებს რაიმე პრობელმა ამ შემთხვევაში არ აქვთ, მათი ჯანმრთერლობის მდგომოარეობა ნორმალურია,“ – განაცხადა მამუკა ახალაძემ.

მისივე თქმით, გემი არის დაზიანებული და გადაყვანილია ავარიულ მართვაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ არცერთ მეზღვაურს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ გემს ცეცხლი ლიბიის სანაპიროსთან გაუხსნეს. დაბომბვაში 6 ქართველი მოყვა. თავდასხმა საპორტო ქალაქ ტობრუკთან მოხდა. თავდაპირველად ხომალდს ზღვიდან, შემდეგ კი ჰაერიდან გაუხსნეს ცეცხლი.

banner
წინა სტატიაშიძველი თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გადადგომის მოთხოვნით დავით ნარმანიას მიმართა
შემდეგი სტატია,,დააკვირდით ციფრებს ისინი ყველაზე ნაკლებად ტყუიან,,