მამის ქონებიდან კანონით კუთვნილი წილი ეკუთვნით–ინგა ბაბუაძე

11180103_940329325989561_1990667830_n-702x308-300x160მოკლული ბიზნესმენის პირველი მეუღლე ინგა ბაბუაძე აცხადებს, რომ იბრძოლებს შვილების უფლებებისთვის, რათა მათ გარდაცვლილი მამის ქონებიდან კანონით კუთვნილი წილი მიიღონ.
როგორც ინგა ბაბუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას განაცხადა, მას ქონების საკითხზე დავა აქამდე არასდროს წამოუწყია და ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბესო ხარძიანის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში, მასთან მივიდა ხარძიანის მეორე მეუღლე ეკა ნონიკაშვილის შუამავალი და კუს ტბის საქმის წარმოებისთვის უდესიანის შვილების, მიხეილისა და ანას მინდობილობები ითხოვა.

„იმდენი შეცდომა აქვთ ბესოს ოჯახის წევრებს დაშვებული, იმდენი ტყუილი ითქვა, რომ გარკვეული ეჭვი გამიჩნდა. მთელმა საქართველომ იცის, რომ მე ბესოსგან სიცოცხლეშივე არ მომითხოვია არაფერი, თუმცა მის შვილებს ყოველთვის ეკუთვნოდა მამისგან. სთხოვა ვინმემ? საჩივარი შევიტანე? ისე გავცილდი ბესოს, არაფერი მომითხოვია. ახლაც, მე პირადად არავის ქონება არ მჭირდება და ჩემ შვილებს ისედაც ეკუთვნით. აქ საბრძოლველიც არაფერი არის“, – აცხადებს ინგა ბაბუაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ინგა ბაბუაძემ მისი ოთხწლიანი პატიმრობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2003 წელს დააკავეს 5 000 აშშ დოლარის ვალის გამო, რომელიც დათქმულ დროში ვერ გადაიხადა.

„3-4 ადამიანის ვალი უნდა დამეფარა, ამისთვის დააჭერინეს ჩემი თავი. სესხის ხელშეკრულება მქონდა მიცემული, დროში ვერ ჩავეტიე. ვინც დააჭერინა ჩემი თავი, ამ პიროვნებას დღესაც ვეძებ. სანამ არ დავამტკიცებ ეს ყველაფერი საიდან წამოვიდა, ვერავის დავადებ ხელს. 5 000 დოლარი ეს ის თანხა არ იყო, რომ არ მეშოვნა“,- აცხადებს ინგა ბაბუაძე და განმარტავს, რომ ციხიდან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის შეწყალებით გამოვიდა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი თაობა” პროვოკაციას გეგმავს-ალექსი პეტრიაშვილი
შემდეგი სტატიაგადაცემა „რეაქციას“ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური გამოეხმაურა