მამუკა ხაზარაძე ელისო კილაძეს პასუხობს

„თუკი ასე, ტელევიზიით მაფრთხილებენ, თავს გაუფრთხილდიო, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე“, – ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ელისო კილაძის გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ სანამ შალვა აბულაძე თავისუფალია, შესაძლოა, საფრთხე მასაც ემუქრებოდეს.

„დიდი მადლობა ქალბატონ ელისოს, მაგრამ მე არანაიარი დამატებითი ზომების მიღებას არ ვაპირებ: ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე და მიუხედავად იმისა, რა სიტუაცაიაცაა ახლა, მაინც მჯერა, რომ მალე გამოვალთ ამ მდგომარეობიდან“.
მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ უერთდება ინიციატივასა და მოწოდებას შალვა აბულაძისადმი, ჩაბარდეს პოლიციას. მამუკა ხაზარაძემ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, შექმნას პირობები, რათა ბიზნესმენებმა ბიზნესი აკეთონ:
„ასე არაფერი განვითარდება და ბიზნესი კი არა, ყვავილიც დაჭკნება“, – განაცხადა ხაზარაძემ „არჩევანში“.

8755d43e8994d543d0e9b08288bda24b_fulltext

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა, გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა და დამფუძნებელმა ელისო კილაძემ „არჩევანში“   ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მისამართით განცხადება გააკეთა.

„არ მინდა, სიტუაცია ბოლომდე დავძაბო, მაგრამ არაა გამორიცხული, საფრთხე ემუქრებოდეს თიბისი ბანკის პრეზიდენტს მამუკა ხაზარაძეს, ალბათ, საჭიროა, მისი და მისი ოჯახის წევრებისთვის უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული“.

ელისო კილაძის განცხადებით, მას აქვს მასალები, რითაც დასტურდება, რომ შალვა აბულაძე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მოქმედებს მას შემდეგ, რაც მისი მეგობრის, ჩიკვილაძის ინტერესები შეილახა:

„ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს შალვა აბულაძის რამდენიმე განცხადება, ეს ეხება იმ პერიოდს, როცა მინისტრი იყო ბატონი ჭიკაიძე, სადაც ის სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, აძლევს ინტერვიუს, რომ არ უნდა, მიუბრუნდეს კრიმინალურ საქმიანობას და წარსულს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მივიღეთ მისი განცხადებების სრული იგნორირება და მე ვსვამ შეკითხვას: რომ არა ამ ადამიანების გულგრილობა, იქნებ ავცდენილიყავით კიდეც იმას, რაც მოხდა?“, – თქვა ელისო კილაძემ.

ამავე დროს, ელისო კილაძემ პირდაპირ ეთერში მოუწოდა შალვა აბულაძეს, ჩაბარდეს პოლიციას, რადგან ეს მისი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. კილაძემ, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ ის თვითონ უზრუნველყოფს ჩაბარების პროცესს.

banner
წინა სტატიაშიპეკინზე ქალს ფანჯრიდან გადმოგდებული ტელევიზორი დაეცა
შემდეგი სტატიათიბისი ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს