მამამ 10 წლის ქალიშვილი ცოცხლად დამარხა

მამამ 10 წლის ქალიშვილი ცოცხლად დამარხა

მამამ 10 წლის ქალიშვილი ცოცხლად დამარხაინდოეთის ქალაქ ტრიპურეში გაუგონარი ინციდენტი მოხდა. ადგილობრივმა მცხოვრებმა აბდულ ჰუსეინმა, საკუთარი 10 წლის ქალიშვილი ეზოში, მიწაში დამარხა. მან ცოლის არყოფნით ისარგებლა და ბავშვს პირი ლენტით აუკრა რომ არ ეყვირა. შემდეგ ის იქვე თავის ბაღში ამოთხრილ ორმოში ჩააწვინა და მისი სხეულის მიწით დატკეპნა დაიწყო. როცა გოგონა ყელამდე დაფლა მიწაში, სახლში ცოლის დაბრუნების ხმა შემოესმა და ბავშვ თავზე ბამბუკის კალათა გადააფარა. ცოლმა ბავშვის ძებნა დაიწყო… რომ ვერ იპოვა, ყვირილით მეზობლებიც მოიზიდა ბავშვის საძებნად და საბოლოოდ შიშით საკვდილის პირას მისული, მიწაში ჩაფლული ბავშვი აღმოაჩინეს. გამოძახებული პოლიციის მოსვლამდე ცოლმა და მეზობლებმა აბდული მაგრად სცემეს. პოლიციაში კი დამნაშავე მამამ, რომელსაც მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ, თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ მას შვილად ქალიშვილი არ უნდოდა.

banner
წინა სტატიაშიპუგაჩოვას ფავორიტი რესტორანში სცემეს
შემდეგი სტატია„ოსკარის“ ორგანიზატორებს სექსიზმსა და რასიზმში ადანაშაულებენ