“მალე ვაზაგაშვილის გზას დაადგები” – სამართალდამცავთა ლიგის დამფუძნებელს ემუქრებიან

სამართალდამცავთა ლიგის დამფუძნებელს ემუქრებიან. მუქარის შემცველი შეტყობინება ირაკლი ქადაგიძემ გუშინ გვიან ღამით მიიღო.

მუქარას ქადაგიძე ე.წ. კორტების საქმეს უკავშირებს, რადგან ის ამ საქმის დაცვის მხარის მოწმეა.

სამართალდამცავთა ლიგის დამფუძნებელი პროკურატურას ფაქტით დაინტერესებას სთხოვს.

„მალე ვაზაგაშვილის გზას დაადგები, – ასეთი შეტყობინება მივიღე და ამასთან დაკავშირებით შემაქვს განცხადება ქალაქის პროკურორის სახელზე, რათა მოხდეს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება. მე ვარ კორტების საქმეზე დაცვის მხარის მოწმე და მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაქტს ვუკავშირებ ამ შეტყობინებებს,“ – აცხადებს ირაკლი ქადაგიძე.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ღირებულება ოფიციალურად 2.3336 ლარი გახდა
შემდეგი სტატიასექტემბერში დედამიწას ასტეროიდი არ ეჯახება – NASA მოსახლეობას ამშვიდებს