“მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015”-ის დასკვნით ღონისძიება

"მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015"-ის დასკვნით ღონისძიებაიმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში “მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015”-ის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ. ბავშვებმა სტუმრებს ქორეოგრაფიული, ლიტერატურული, და სასიმღერო ნომრები წარუდგინეს, ბანაკის ორგანიზატორებმა კი მონაწილეები შესაბამისი სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
ინგლისურენოვან ბანაკში 15 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან ჩამოსულმა 170 – მა მოსწავლემ დაისვენა. საზაფხულო და ზამთრის ბანაკებს ,,მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ აფინანსებს, პროექტის მიზანს ბენეფიციარების ლიდერებად ჩამოყალიბება წარმოადგენს.
იმერეთის რეგიონში საზაფხულო ბანაკები ხუთ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. მხარის გუბერნია მაქსიმალურად უწყობს ხელს ბანაკების რიცხვის გაზრდასა და არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
,,მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ ძევრის საჯარო სკოლაში კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც წარმატებულ მოსწავლეებს უნივერსიტეტში სწავლის ხარჯები სრულად უნაზღაურდებათ.
მაკლეინის ორგანიზაციისა და ბეისბოლის ფედერაციის მჭირდო თანამშრომლობის საფუძველზე, ძევრის საჯარო სკოლაში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.

banner
წინა სტატიაში“იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტი ჩემს ძმას შეიწყალებდა”
შემდეგი სტატიაბაბაიანისა და ოგანეზოვის ცემის შესახებ ინფორმაციაზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს