მაკედონიაში ტერორისტებთან შეტაკება ფართომასშტაბიან სისხლისღვრაში გადაიზარდა

gosintsedeki_polis_operasyonunda_calinan_silahlar_bulundu_h3487წუხელ გვიან ღამით, მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრის გორდანა იანკულოვსკას მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ტერორისტების წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის დროს 5 პოლიციელი დაიღუპა და 33 დაიჭრა…

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმის მოწყობის მომზადებაში ეჭვმიტანილი ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციისას, ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცავებს, რასაც ორმხრივი მსხვერპლი მოჰყვა. ტერორისტთა ერთი ჯგუფი, ამ მომენტისათვის ჩაბარდა სამართალდამცავებს, ხოლო დანარჩენების მიმართ სპეცოპერაცია გრძელდება, აცხადებს იანკულოვსკა, რომელმაც აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლზე არ ფლობს ინფორმაციას, ხოლო ტერორისტთა მხრიდან დაღუპულთა რაოდენობას აზუსტებენ.

 

banner
წინა სტატიაშიმასშტაბური სისხლისღვრა ერაყში
შემდეგი სტატიამაკედონიაში ტერორისტებთან შეტაკებას სისხლისღვრა მოჰყვა