მაკა ჩიჩუა ძეგვის თავშესაფარში იმყოფებოდა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ ძეგვის თავშესაფარს ესტუმრნენ.

მათ სასწავლო ცენტრი მოინახულეს, რომელიც პროექტის „გაძლიერდი და შეცვალე“ ფარგლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, თავშესაფრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს.

“სასწავლო ცენტრი პირველ ლედისთან ერთად დავათვალიერეთ, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარადაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადამიანები ეუფლებიან სხვადასხვა ხელობას,რომელიც მათ მომავალში დასაქმების პერსპექტივას უქმნის. ბუნებრივია ასეთ ინიციატივას პრეზიდენტი მხარს უჭერს და მიესალმება სამომავლოდ მის კიდევ უფრო გაფართოებას“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მაკა ჩიჩუა და გიორგი აბაშიშვილი სასწავლო პროცესს დაესწრნენ და თავშესაფრის მცხოვრებთა მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერეს. პირველი ლედი მოწაფეებს გაესაუბრა და მოისმინა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ამ სასწავლო ცენტრს.

„ვფიქრობ, ყველა უნდა იყოს ჩართული ასეთ პროექტებში, როგორც სახელმწიფო, ასევე თითოეული ჩვენგანი. რადგან არიან ადამიანები ვინც საჭიროებს ჩვენს დახმარებას. ეს არის საუკეთესო საშუალება იმადამიანების გამოვლენისათვის, ვისაც აქვს უნარი იმუშაოს და თავისი შრომით არჩინოს ოჯახი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ოცი ადამიანი, რომელიც მომავალში დასაქმდება, ახლა სწავლის პროცესშია და მათ აქვთ ყველა საჭირო ინვენტარი ტირხრული მინანქრის ხელობის შესასწავლად. იმედი მაქვს მომავალში მსგავსი ტიპის პროექტების განხროციელებასუფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ცენტრში მოწაფეები ჭრა-კერვისა და ტიხრული მინანქრის ხელობას ეუფლებიან. აღნიშნული კურსი ოთხთვიანია და ერთ თვეში დასრულდება. სასწავლო ცენტრი მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა შემდგომ დასაქმებასაც.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე ტარიფების მატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაუარა
შემდეგი სტატია„ეს არის საჩუქარი ჩვენი სპორტსმენებისთვის და მომავალი თაობისთვის“