მაიკლ ჯექსონის მამა ბრაზილიაში საავადმყოფოში დააწვინეს

მაიკლ ჯექსონის მამა ბრაზილიაში საავადმყოფოში დააწვინეს

მაიკლ ჯექსონის მამა ბრაზილიაში საავადმყოფოში დააწვინესბრაზილიაში, საბ-პაულოში მაიკლ ჯექსონის მამის ჯო ჯექსონის 87 წლისთავის იუბილის დღეს იუბილარი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ავადმყოფს აქვს შაქრის დიაბეტი და გადატანილი აქვს ინსულტი.

ინციდენტი 24 ივნისს მოხდა, მაგრამ მედიისთვის მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი მომხდარის შესახებ. იტყობინებიან, რომ ტვინში სისხლის მიმოქცევის ნაკლებობის გამო მან მხედველობა დაკარგა. ახლა ის ერთ-ერთ კლინიკაშია და ექიმები ტესტებს ატარებენ, რომლის შემდეგაც დაადგენენ, შესაძლებელია თუ არა ჯო ჯექსონის აშშ-ში გადაყვანა შემდგომი მკურნალობისთვის.
1960 -იან წლებში ჯო ჯექსონი მუსიკალური ჯგუფის Jackson 5-ის მენეჯერი გახდა, რომლის შემადგენლობაშიც საკუთარი შვილები იყვნენ. ის ძალიან მკაცრი იყო მათ მიმართ.
მაიკლ ჯექსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მამის სიმკაცრემ მის კარიერაში გარკვეული როლი ითამაშა.
მაიკლ ჯექსონს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მამა არ უხსენებია. ის არ არის ასევე ანდერძშიც, რომლის თანახმადაც სრული ქონება გადავიდა დედაზე, შვილებზე და რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციაზე.

banner
წინა სტატიაშიკახეთში მეღვინეობა ხარებას ტერიტორიაზე ხანძარია
შემდეგი სტატიაასადი: სირიის არმიას არ შეუძლია საკუთარი ქვეყანა დაიცვას