მაიკლ ბრაუნის მოსაგონებელი სამგლოვიარო აქცია სროლების ფონზე ჩატარდა

მისურის შტატის პოლიცია იტყობინება, რომ ფერგიუსონში პოლიციელის მიერ მოკლული მაიკლ ბრაუნის წლისთავის გამო გამართულ სამგლოვიარო აქციაზე სროლები გაიმართა.
სენტ-ლუის პოლიციის განყოფილებაში განაცხადეს, რომ შეკრებილებმა სროლა დაიწყეს, რომელის შემდეგაც პოლიციამაც გახსნა საპასუხო ცეცხლი.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მინიმუმ ერთმა ადამიანმა მიიღო ჭრილობა, თუმცა პოლიციას ჯერჯერობით დაზიანებულების სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია.
ამასთანავე, თვითმხილველების თქმით, აქციის მონაწილეებმა მაღაზია გაქურდეს.
სამგლოვიარო მსვლელობის დასაწყისამდე, რომელსაც ასობით ადამიანი შემოუერთდა, ორი თეთრი მტრედი გაუშვეს, შემდეგ კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცის ხსოვნას, რომელის სხეულიც მოკვლის შემდეგ საათნახევარი იდო ქუჩაში.
ინციდენტი გასული წლის აგვისტოს მოხდა და მან საპროტესტო აქციების მთელი ტალღა გამოიწვია. ხშირად მომიტინგეები პოლიციასთან შეტაკებებზეც მიდიოდნენ.
პოლიციელი უილსონი, რომელმაც უიარაღი ბრაუნს ესროლა, სამსახურიდან გადადგა. მისი მტკიცებით, ის სროლისას თავს იცავდა.
მარტში იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მოხსენებიდან ჩანს, რომ რასობრივი მომენტები ფერგიუსონის პოლიციაში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს.
მოხსენების გამოქვეყნებას ქალაქის პოლიციელების მასობრივი განთავისუფლება მოყვა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანიას საქმეზე მიხეილ მაჭავარიანის დაკითხვა მიმნდინარეობს
შემდეგი სტატიასტამბული: ორო თავდასხმა ერთი ღამის მანძილზე