მაია ცქიტიშვილი: პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება

პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის შესაბამისად მთავრობა პრეზიდენტისგან ერთკვირიან ვადაში პარლამენტისთვის მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობის წარდგენას ელოდება, რომელიც მისთვის გადაგზავნილია.
“გვინდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება. ჩვენ არ ვგეგმავთ არავითარ ცვლილებებს. ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა 1-ელ მაისსაც. როდესაც ჩვენ შემადგენლობა წარვუდგინეთ პრეზიდენტს, მას შემდეგაც იყო ამ თემაზე კომენტარები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კითხვები მაინც ჩნდება, საჭიროდ ჩავთვალეთ კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა განმარტება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით პრეზიდენტისგან განახლებული შემადგენლობის გადაგზავნას პარლამენტში”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3214 ლარია
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტს სთხოვს, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ვადის ამოწურვამდე წარუდგინოს