მაია ფანჯიკიძე: ხელისუფლების სახე ვიყავით თავისუფალი დემოკრატები, დღევანდელი ხელისუფლების სახეა სოსო ჯაჭვლიანი

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

თავისუფალი დემოკრატები ბიძინა ივანიშვილს პასუხობენ. მათთვის მიუღებელია ყოფილი პრემიერის კრიტიკა. ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილს იმ საერთაშორისო ფორუმებს და საერთაშორისო დონის შეხვედრებს ახსენებენ, რომლებიც სწორედ მათი უშუალო ჩართულობის შედეგად შედგა.

„ყოფილი პრემიერი გვაკრიტიკებს, რადგან ვერ მოუნელებია რაც გავაკეთეთ, რომ წავედით მთავრობიდან, ჩვენი ნებით და პროტესტი გამოვხატეთ, იმაზე რაც მთავრობაში ხდებოდა. ჩვენს დროს იყო მავთულხლართების გაბმა და ყოველ ასეთ ფაქტზე მძაფრი რეაქცია გვქონდა. ჩვენ ვადექით პრემიერმინისტრს თავზე და ვარეკინებდით მსოფლიო ლიდერებთან.

“ხელისუფლების სახე ვიყავით თავისუფალი დემოკრატები, დღევანდელი ხელისუფლების სახეა სოსო ჯაჭვლიანი,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ყოფილმა პრემიერმა თავისუფალი დემოკრატები მცოცავი ოკუპაციის მიმართებით უმოქმედობაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშისტიქის შედეგად დაზიანებული ე.წ. ახალი გზის აღსადგენად ბიუჯეტიდან დამატებით სახსრები გამოიყო
შემდეგი სტატიასამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული საბჭო მუშაობას აგრძელებს