მაია ფანჯიკიძე: ახლა ვდგავართ სწორედ იმ საფრთხის წინაშე, რამაც შეიძლება უკან დაახევინოს საქართველოს

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებებს საგანგაშოს უწოდებს.
როგორც მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალსიტებთან აღნიშნა, აბაშიძის განცხადება არის საგანგაშო, რადგან გამოავლინა მთავრობის რეალური პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგის პრიორიტეტი არ არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება.
“ზურაბ აბაშიძე ამბობს – ბუნებაში არ არსებობს გეგმა იმისა, რომ საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურა შეიქმნას. როგორც ჩანს, ნატო-ში გაწევრიანება დღეს და ხვალ არ დგას დღის წესრიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ უელსში მიღებული არსებითი პაკეტი სწორედაც რომ არის ის გეგმა, რომელმაც უნდა ჩამოიტანოს საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურა და ხელი შეუწყოს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას, რაც იყო ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ძირითადი ნაბიჯის მიზანი”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არ აპირებს ამ არსებითი პაკეტის განხორციელებას და არ აპირებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისკენ ნაბიჯის გადადგმას.
“ეს არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენ რასაც ვამბობდით – ევროატლანტიკური კურსი არის საფრთხეში, ეს სამწუხაროდ სინამდვილეა და ამას სჭირდება სასწრაფო რეაგირება აბსოლუტურად ყველა მხრიდან. პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტის, შესაბამისი უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მთავრობას ამ მიმართულებით გავუწევდით სერიოზულ მონიტორინგს. ახლა ვდგავართ სწორედ იმ საფრთხის წინაშე, რამაც შეიძლება უკან დაახევინოს საქართველოს და საფრთხე შეექმნას მის თავდაცვისუნარიანობას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განცხადებით, ზურაბ აბაშიძის განცხადება მიზანმიმართულია და ის შემუშავებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინსიტროს გუშინდელი განცხადების შემდეგ.
ფანჯიკიძის განმარტებით, გუშინ, კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა და სავარაუდოდ სწორედ იქ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე: საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზა არ იხსნება
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: ვაზაგაშვილის საფლავიდან სხვა პირების დნმ-ის კვალიც არის ამოღებული