მაია პლისეცკაიას არ დაასაფლავებენ

maiaმაია პლისეცკაიას, მეუღლესთან როდიონ შედრინთან ერთად, დაწერილი ჰქონდა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მისი და მისი მეუღლის ნეშთი უნდა დაიწვას, ფერფლი ერთმანეთს შეურიონ და რუსეთის ტერიტორიაზე მოაბნიონ… ამის შესახებ მოსკოვის დიდი თეატრის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ურინმა განაცხადა.

გამომდინარე იქიდან, რომ პლისეცკაიას მეუღლე შედრინი ჯერ კიდევ ცოცხალია, პლისეცკაიას ფერფლს მის გარდაცვალებამდე შეინახავენ… აქედან გამომდინარე პომპეზური ცერემონია პლისეცკაიას გამოსათხოვებლად არ ჩატარდება. გამოსათხოვარი პანაშვიდები კი, ნათესავებისა და მეგობრების ვიწრო წრეში, გერმანიაში ჩატარდება… იქ სადაც პლისეცკაია და მისი მეუღლე 1991 წლიდან ცხოვრობდნენ.

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზური მხარის პირველი კომენტარი ენგურის ხიდზე გარდაცვლილ 13 წლის ირაკლი ცაავას შესახებ
შემდეგი სტატიაბიბილოვი საქართველოს რეაქციას ეხმიანება