მათი გადასაწყვეტია, სცემენ თუ არა ისინი პატივს პარლამენტს და სახელმწიფოებრივ ტრადიციებს–გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს გამოვამიმაჩნია, პარლამენტმა, როგორც წესია, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე უნდა დაპატიჟოს როგორც აღმასრულებელი, ასევე სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლები და მათი გადასაწყვეტია, სცემენ თუ არა ისინი პატივს პარლამენტს და სახელმწიფოებრივ ტრადიციებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში პრეზიდენტის ყოვეწლიური გამოსვლისას სახელმწიფო თანამდებობის პირების და საპატიო სტუმრების მოწვევა ტრადიციად ჩამოყალიბდა და არასდროს ეს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გაწერილი ვალდებულება არ ყოფილა.
“ჩემი პარლამენტში გამოსვლა განვლილ ერთ წელიწადს შეეხება – შეეხება მიღწევებსა და პრობლემებს, რომლებიც გამოწვევების სახით აქვს საზოგადოებას, იმ ქმედებებს რაც დასახული ამოცანების შესასრულებლად უნდა განხორციელდეს. ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს. პარლამენტის გადასაწყვეტია რა ფორმატში წარიმართება ჩემი მოხსენების მოსმენა და შემდგომი განხილვა – იქნება დებატები თუ გამოსვლები. პირადად მე ნებისმიერი ფორმატისთვის ვარ მზად. რაც შეეხება დაპატიჟებას, მიმაჩნია, რომ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს და ტრადიციებს, რომელიც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ჩამოყალიბდა. ჩვენ გვაქვს პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრების ტრადიცია. ეს ტრადიცია არ უნდა გადავფაროთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტრადიცია და არსად აქამდე არც კონსტიტუციაში და არც კანონმდებლობაში გაწერილი არ ყოფილა. ახალ ქართულ სახელმწიფოს გააჩნია ტრადიციები, რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ. მიმაჩნია, რომ პარლამენტმა როგორც წესია, უნდა დაპატიჟოს როგორც აღმასრულებელი, ასევე სხვა სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები. მათი გადასაწყვეტია სცემენ თუ არა ისინი პატივს პარლამენტს და სახელმწფოებრივ ტრადიციებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტთან ურთიერთობა-“მოსახლეობას არ აინტერესებს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი წავა პარლამენტში თუ არ წავა”
შემდეგი სტატიასააკაშვილი ოცნებობდა რუსეთთან ბაზრის გახსნაზე-ირაკლი ღარიბაშვილი