მადრიდის სასამართლომ ქართული კრიმინალური დაჯგუფება გაათავისუფლა

მადრიდის სასამართლომ ქართული კრიმინალური დაჯგუფება გაათავისუფლა

მადრიდის სასამართლომ ქართული კრიმინალური დაჯგუფება გაათავისუფლამადრიდის 43-ე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოპერაცია Aikon, რომელიც ქართველი კანონიერი ქურდის, ზვიად დარსაძის დაჯგუფების წინააღმდეგ იყო განხორციელებული, ვადაზე ადრე ჩატარდა. როგორც ესპანური El Mundo წერს, ოპერაცია რამდენიმე დღით ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინფორმაციამ გაჟონა, რამაც ოპერაციის გადაწევა გამოიწვია. ქართულმა მხარემ ესპანური პოლიცია საქმის კურსში ჩააყენა, რომ ოპერაცია გასაიდუმლოებული აღარ იყო.
გამოძიებითვის გაურკვეველია, რატომ მიიღო სასამართლომ დაჯგუფების წევრების გათავისუფლების გადაწყვეტილება. პოლიციის მონაცემებით, აღნიშნულ დაჯგუფებას, დაახლოებით, 200 სახლი აქვს გაქურდული და 100 000-მდე ევრო გატაცებული. პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. დამნაშავეების დაკავებიდან გაშვებამდე ინტერვალი, დაახლოებით, ერთ თვეა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის რეჟიმმა ქართული დროშა „დაატყვევა“
შემდეგი სტატიასობჩაკს შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს