ესპანური მედიის ცნობი, ესპანეთის სამეფო კლუბმა მადრიდის ,,რეალმა,, ახლო აღმოსავლეთიდან მიგრირებული ლტოლვილების დასახმარებლად 1 მილონი ევრო გამოყო…
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის ,,რეალის,, პრეზიდენტმა ფლორენსიო პერესმა, ესპანეთის პრემიერთან მარიანო რახოისთან საუბარში დაადასტურა, რომ ესპანეთში ჩასულ ლტოლვილებს კლუბი ერთი მილიონი ევროთი დაეხმარება. ამას გარდა, კლუბის მესვეურებს განზრახული აქვთ, რომ მადრიდში ჩასულ ლტოლვილებს, სპორტული ინვენტარითა და სხვადასვა საჩუქრებით დახვდნენ.
საჩუქრებით შეხვდა ასევე მიუნხენის ,, ბაიერნში,, მოთამაშე ესპანელი ფეხბურთელი ხავი მარტინესი ბერლინში ჩასულ ლტოლვილებს, რითაც თანაგრძნობისა და მოწყალების მაგალითი მისცა სხვა ფეხბურთელებსაც.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სხვა ქალაქებისაგან განსხვავებით, მადრიდი, ბარსელონას და ესპანეთის კიდევ 50-მდე ქალაქი, აქტიურად აცხადებს სურვილს, რომ შეიფარონ ლტოლვილები.