პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალ ლუკა კურტანიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელებს.
კურტანიძისთვის მანდატის მინიჭების საკითხი პარლამენტში უკვე შესულია და, არსებული ინფორმაციით, მისი უფლებამოსილების ცნობას კანონმდებლები მიმდინარე კვირაში, პლენარულ სხდომაზე დაუჭერენ მხარს.
ამასთან, ახლო მომავალში პარლამენტს კიდევ ერთი ახალი წევრის, ეკა ხერხეულიძისთვის მოუწევს უფლებამოსილების ცნობა, რომელიც დეპუტატის რანგში დავით საყვარელიძეს შეცვლის.
ლუკა კურტანიძე თამაზ ავდალიანის ადგილმონაცვლეა, რომელიც ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.