ლუკა კურტანიძე: ბარამიძეს არ დავუვიწყებ, საკენში როგორ ამხნევებდა ჩვენს თანამებრძოლებს

როდესაც ჩვენ, უმცირესობა და უმრავლესობა ერთმანეთს პოლიტიკურად ვეპაექრებით, არ მინდა, რომ ჩარჩოდან გამოვიდეს ჩვენი ურთიერთობა , – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ლუკა კურტანიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“მინდა შევახსენო ბატონ გიორგი ბარამიძეს, მე არასოდეს არ დავუვიწყებ მას, როდესაც მე, ერთი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მოვდიოდი აფხაზეთიდან, ის მეომრებთან ერთად საკენში დავინახე, როგორ ამხნევებდა ჩვენს თანამებრძოლებს და მათთან ერთად იყო. ბატონო გია, თქვენ შეიძლება ჩემგან გაგიკვირდეთ, მაგრამ მე ამას ვერასოდეს ვერ დაგივიწყებთ. ვერც ბატონ წიკლაურს, ვერც ეკა ხერხეულიძეს ვერ დავუვიწყებ იმას, რომ ისინი ეროვნულ მოძრაობაში იყვნენ. უბრალოდ, თქვენი ფასეულობებიდან გამომდინარე, ძალიან გასაკვირია ის არაადეკვატურობა, რომელიც თქვენს განცხადებებს ახლავს, როდესაც თქვენ აკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს”, -განაცხადა კურტანიძემ.
რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებს, კურტანიძის განცხადებით, მისი გუნდის თითოეული წევრი იბრძვის იმისთვის, რომ საფრთხეები ქვეყანას თავიდან აარიდონ.
“ისე, ცნობისათვის, იცოდეთ, რომ აფხაზეთში მამა ზუსტად იმ კონტიგენტმა, იმ ხალხმა დამიხვრიტეს, რომელთანაც ჩვენ გამოწვევები გვაქვს. ასე, რომ თითეულ ჩვენთაგანს გვტკიოდა და ნუ ამტკიცებთ იმას, რომ ჩვენზე უფრო მაგრად გიყვართ ეს ქვეყანა და ჩვენზე მეტად განიცდით იმ საფრთხეებს”, -განაცხადა კურტანიძემ.

banner
წინა სტატიაშიორბაჩოვი დასავლეთს და რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიათაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს- ერთ-ერთი მათგანი ადვოკატთა ასოციაციის წევრია