,,ზოგიერთებისთვის ჩვენ ყელში გაჩხერილი ძვალივით ვართ… ,,ეს საწყალი, ღარიბი, პატარა ცენრალურევროპული ქვეყანა როგორც ჩანს ისევ ცოცხლობს და არ ომობს,, იმ ხალხს ვინც ასე ფიქრობს მინდა ვუთხრა: ომი ბელორუსიაში არ იქნება. ჩვენ ჩვენს ბედნიერებას მშვიდობიანი გზით ვიპოვით, ისე როგორც ყოველთვის ვაკეთებდით ამას,, განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 1 ივლისს ბელორუსიის დამოუკიდებლობისამი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
,,ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სიწყნარე და წესრიგი ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვარია. მათ გარეშე არც განვითარებაა შესაძლებელი და არც აღორძინება. ეს ის საძირკველია, რაზეც ემყარება ყველაფერი: ქვეყნის ეკონომიკა, თითოეულის მატერიალური კეთილდღეობა, ბედნიერი ცხოვრება ჩვენი და ჩვენი შვილების. დაიცვას მშვიდობა, თანხმობა და წესრიგი, ეს არამხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებაა, არამედ თითოეული იმ ადამიანის მოვალეობაც, ვისაც გულწრფელად უყვარს საკუთარი მიწა და მშობლიური სახლი,, განაცხადა ლუკაშენკომ.