ლუგანსკელ და დონეცკელ სტუდენტებს აფხაზეთში საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად აცნობენ

მესამე დღეა აფხაზეთის ტერიტორიაზე ლუგანსკიდან დონეცკიდან სტუდენტები იმყოფებიან. მათ 14-მდე ისტორიკოსმა და პედაგოგმა უმასპინძლა.

აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, სტუმრებს ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერებინეს.

მასპინძლებმა სტუდენტებს ადგილზე ისტორია გააცნეს, სადაც მოუყვნენ, რომ აფხაზეთი თავიდანვე იყო აფხაზების ტერიტორია, სადაც შემოსახლებული ყავდათ ქართველები, რომლებიც ტერიტორიის წართმევის მიზნით, თავს დაესხნენ აფხაზებს. პედაგოგებისა და ისტორიკოსების განცხადებით, აფხაზებმა ოკუპანტებისგან დაიცვეს სამშობლო.

გავრცელებული ინფორმაციით, მასპინძლები ხაზგასმით უმეორებდნენ სტუდენტებს, რომ ახალგაზრდებმაც იგივე მაგალითი უნდა აიღონ და დაიცვან საკუთარი ტერიტორიები.

სტუდენტებს, ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნის ფარგლებში, ჩაუტარდებათ ტრენინგი თემაზე – სამშობლოს ისტორია.

მათ გადაადგილებას რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია სამგორის გამგებლის ავტომანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მართლმადიდებელ ეკლესიას და საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს