ლოს ანჯელესში დაახლოებით 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

აშშ-ის ქალაქ ლოს ანჯელესში დაახლოებით 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ადგილობრივებმა აშშ-ს დროით 04.17 წუთზე შეიგრძნეს. ამის შესახებ “ასოშიეითიდ პრესი” იუწყება.
ქვეყნის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ვიუ-პარკ-უინდზორ-ჰილსის რაიონიდან ერთ კილომეტრში დაფიქსირდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა სამსახური მზადყოფნაშია მოყვანილი. მეხანძრეებმა გადაამოწმეს ქალაქის 750 კვადრატული კილომეტრი და უსაფრთხოების ზომები შეამოწმეს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის შემადგენლობა არ იცვლება-ხათუნა სამნიზე
შემდეგი სტატია„თავისუფალ დემოკრატებს“ თინა ხიდაშელის დანიშვნის შემდეგ პოლიტიკური პლატფორმა გამოეცალათ