ლორა ლინდერმანი: საქართველოს პრეზიდენტის ჩამოსვლა აშშ-ში კარგი იქნებოდა

საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა აშშ-ში მეტი ვიზიტი, ურთიერთობებს უფრო მეტად წაადგება, – ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა, ლორა ლინდერმანმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხაცა.
მისი თქმით, ამ მხრივ, შესანიშნავი იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ჩასვლა.
“ვფიქრობ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ძალიან წარმატებული და შთამბეჭდავი იყო და მან ორი ქვეყნის ურთიერთობა წინ წაიყვანა. ვიზიტს დადებითად შევაფასებდი და ვიტყოდი, რომ შეერთებულ შტატებში საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მეტი ვიზიტი ურთიერთობებს უფრო მეტად წაადგება. ვთქვათ, შესანიშნავი იქნებოდა პრეზიდენტის ჩამოსვლა. ვიზიტები შეძლებისდაგვარად უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ლინდერმანმა.

banner
წინა სტატიაშიხმაური ფოთის ბაზარში – 200-მდე მოვაჭრეს სავაჭრო ობიექტები დალუქული დახვდა
შემდეგი სტატიაროგორ აფასებენ სამთავრობო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობაში