ლონდონში ლიტვინენკოს საქმის განხილვა დაიწყო

„უშიშროების ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელები დარწმუნებული იყვნენ, რომ მისი სიკვდილის მიზეზს ვერასდროს დაადგენდნენ“ – განაცხადა ლიტვინენკოს სამეფო ადვოკატმა ბენ ემერსონმა.

ემერსონის თქმით, მკვლელებმა არ იცოდნენ, რომ პოლონიუმი რადიოაქტიულ კვალს ტოვებს და კარგად არ იცოდნენ, როგორ უნდა ემოქმედათ ამ ნივთიერების გამოყენებისას. მისი თქმით, ლონდონის საავადმყოფოში არ იყო სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ალფა-გამოსხივებას აღმოაჩენდა.

ლიტვინენკოს საქმის ხელახალი მოსმენები ლონდონში გუშინ დაიწყო. ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წლის 23 ნოემბერს ლონდონის საავადმყოფოში გარდაიცვალა რადიოაქტიული ნივთიერება პოლონიუმ-210-ით, რომელიც როგორც მასალებიდან ირკვევა, ჩაიში იყო გაზავებული, რომელიც მან საავადმყოფოში თავის ყოფილ თანამშრომლებთან შეხვედრისას დალია. საზოგადოებრივი ინტერესის მთავარი მიზანია გაიგონ იყო თუ არა მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფო ჩარეული. ძირითადი ეჭვმიტანილი ანდრეი ლუგანოვი ბრადებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მოსმენის დაწყებისას ბენ ემერსონმა თქვა, რომ მას ეჭვი არ ეპარება საქმეში ლუგავოის თანამონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს არანაირი პირადი ინტერესი არ ამოძრავებდა. მისი თქმით, ლიტვინენკო „ინფორმაციის საშიში მატარებელი და კრემლის კრიტიკოსი იყო.“

banner
წინა სტატიაშიApple-ის რეკორდული შემოსავალი
შემდეგი სტატიავარკეთილში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს