ლიტვური თვითმფრინავი ბალტიის ზღვაზე გაუჩინარდა

ლიტვური წყაროების ცნობით, გუშინ ადგილობრივით დროით 16:16 საათზე კავშირი გაწყდა ლიტვის სასოფლო სამეურნეო კომპანიის კუთვნილ თვითმფრინავ  АН-2-თან, რომელიც შვედეთიდან ლიტვაში მოფრინავდა და კავშირის გაწყვეტის მომენტში ბალტიის ზღვის თავზე იყო…

გავრცელებული ინფორმაციით, 1981 წელს რუსეთში გამოშვებული АН-2, ლიტვურმა კომპანიამ შვედებისგან სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისათვის შეიძინა და ორი უმაღლესი კლასის პილოტი, რომელთაც მსგავსი თვითმფრინავების მართვის 40 წლიანი გამოცდილება აქვთ,  მის ჩამოსაყვანად გაგზავნა… თუმცა გზაში თვითმფრინავი პილოტებიანად გაუჩინარდა.

გუშინ საღამოდან – დღეს შუადღემდე, ლიტველთა მხრიდან ჩატარებულმა თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო… დღეს კი, ლიტვამ დახმარებისათვის ლატვიასაც მიმართა… ახლა უკვე ორი ქვეყნის წარმომადგენლები გაერთიანებული ძალებით ეძებენ თვითმფრინავს და პილოტებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიმტკიცის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაარაფორმალური შეხვედრა თინა ხიდაშელსა და ირაკლი ალასანიას შორის