ლიტვის საგარეო უწყება ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის ფაქტის თაობაზე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიტვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.
“10 ივლისს ბანერების უკანონო განთავსება, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი კიდევ უფრო წინ გადაწევა, თბილისი-გორის ცენტრალურ მაგისტრალზე და ბაქო-სუფსის მილსადენის სიახლოვეს, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა. ეს უკანონო ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებლებს, აზიანებს საერთაშორისო ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის და ნეგატიური გავლენა აქვს უსაფრთხოებაზე მთელს რეგიონში”, – ნათქამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიტვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.
“მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ზეწოლა და აგრესიული პოლიტიკა მეზობლების წინააღდმდეგ. შეასრულოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთის უკანონო ქმედებები ხელს არ უწყობს ნდობის აღდგენას და მომავალში გაართულებს სრულფასოვანი დიალოგის განახლებას რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის”, – ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგლდანში დაზიანებულ კორპუსთან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო
შემდეგი სტატიაშხამქიმიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე ოთხი მოქალაქე დააკავეს