ლიტვამ ბრიტანეთი ბანკირ ანტონოვის “დაკარგვაში” დაადანაშაულა

file53149871_2f08e7fcდიდმა ბრიტანეთმა არ იცის სად იმყოფება ლიტვური ბანკის ,,Snoras,, ყოფილი მფლობელები ვლადიმირ ანტონოვი და რაიმონდას ბარანაუკასი, რომელიც ლონდონს ვილნიუსისთვის უნდა გადაეცა, აცხადებს ლიტვის გენერალური პროკურორი.

ბრიტანეთის სამეფოში, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებიან, სასამართლოს მიერ არის გადაწყვეტილება მიღებული, აღნიშნული პირების ლიტვაში ექსტრადაციის შესახებ – ნათქვამია განცხადებაში.
ლიტვური მედიის ცნობით, ექსტრადაციის შეასხებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ორივე ძებნილმა ბრიტანეთის ტერიტორიის დატოვება და რუსეთში გადასვლა მოახერხა.
6 მაისს ლონდონის სასამართლოს მიერ ანტონოვის და მისი თანაშემწის ბარანაუსკასის ძებნა პოლიტიკურად მოტივირებულად იქნა შეფასებულა.

ლიტვა ორივე ძებნილს ასობით მილიონი ევროს მითვისებაში ადანაშაულებს, რომელიც ბალტიისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბანკ Snoras-ს ეკუთვნოდა.
ბრიტანეთში ვლადიმერ ანტონოვი ცნობილი იყო, როგორც საფეხბურთო კლუბ “პორტსმუტის” მყიდველი, რომელმაც სულ მოკლე დროში გუნდი ისევ გაყიდა.

banner
წინა სტატიაშიზემფირას თბილისურმა საქციელმა რუსეთის დუმა შეაშფოთა (PHOTO-VIDEO)
შემდეგი სტატიაისლანდიის პარლამენტმა ღვთისგმობისა და შეურაცხყოფის ლეგალიზაციაზე კანონი მიიღო